ბობ დილანს დღეს 80 წელი შეუსრულდა

 

24 მაისს ბობ დილანს 80 წელი შეუსრულდა. რვა ათეული წლის მანძილზე და ექვსი ათეული წელი შემოქმედებით გზაზე მან ათობით სახე და შემოქმედებითი იმიჯი შექმნა და ყველა მათგანი განსხვავებული და ცალკეული საუბრის თემაა, ყოველ მათგანს ათობით წიგნი და სერიოზული კვლევები მიეძღვნა. ერთ-ერთი ასეთი სახე მუსიკოსისა და პოეტის შემოქმედებაში “პროტესტის მუსიკოსის” იმიჯია, მიუხედავად იმისა, რომ მის პოეზიაში უამრავი ბევრად ღრმა თემაა, ვიდრე პოლიტიკური პროტესტი. ეს ტიტული მან მიიღო სიმღერიდან “Blowin’ In The Wind” , რომელსაც დილანის ყველა დროის საუკეთესო სიმღერად თვლის ბევრი ექსპერტი და მუსიკის მოყვარული. ზუსტად დილანის დამსახურებაა, რომ პროტესტი როკ მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ელემენტი გახდა – “ბიბისი” წერს.
2016 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში ბობ დილანს “ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის” გადაეცა.

 

 

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ჟურნალისტებს არასანქცირებულ მიტინგებზე მუშაობა აუკრძალა
შემდეგი სტატიაევროკავშირი დემოკრატიულ ბელორუსს სამი მილიარდი ევროს ეკონომიკურ პაკეტს გამოუყოფს