BMW და Airbus-ი ბრექსიტის გამო ბრიტანეთიდან წასვლით იმუქრებიან

გერმანული ავტომწარმოებელი BMW და ფრანგული ავიამშენებელი კომპანია Airbus-ი აცხადებენ, რომ მზად არიან წარმოება ბრიტანეთიდან გადაიტანონ თუკი ლონდონი უახლოეს პერიოდში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პირობებზე არ შეთანხმდება. BMW-ს ლონდონის ფილიალის ხელმძღვანელმა იან რობერტსონმა განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც ბრიტანეთში Mini-სა და Rolls Royce-ს აწარმოებს, მხოლოდ ზაფხულის ბოლომდე მოიცდის. “თუკი უახლოეს თვეებში ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური შეთანხმება არ შედგება, ავამუშავებთ საგანგებო გეგმას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდება” – განაცხადა იან რობერტსონმა – “ბიბისი” წერს.

კორპორაცია Airbus-ი, სადაც ბრიტანეთში 14 ათასი ადამიანი მუშაობს, ასევე მზად არის საწარმო სხვაგან გადაიტანოს იმ შემთხვევაში, თუი ბრიტანეთი ერთიან ევროპულ ბაზარს და ევროკავშირის საბაჟო კავშირს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიკანადის პრემიერი არადეკლარირებული სათვალის გამო დააჯარიმეს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვაზე 4 პირი დააკავეს