ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფი 2024 წელს ₾13-მილიონიან ზარალზე იყო,- ინფორმაციას BMG სასტუმროს ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, შემოსავალი 2024 წელს 27 მილიონ ლარს შეადგენს.
კომპანიის შემოსავლები სეგმენტების მიხედვით ასე განაწილდა:
• ამონაგები სასტუმროს ნომრებიდან – 14.2 მილიონი ლარი;
• ამონაგები საკვების გაყიდვიდან – 6.6 მილიონი ლარი;
• ამონაგები სასმელების გაყიდვიდან – 2.5 მილიონი ლარი;
• ამონაგები სპა და გამაჯანსაღებელი კლუბიდან – 1.6 მილიონი ლარი;
• ამონაგები სხვა სეგმენტებიდან – 2 მილიონი ლარი.
რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს – 2024 წელს კომპანიამ 10.7 მილიონი ლარის ხელფასები გასცა; მარაგების ღირებულება ასევე 10.7 მილიონი ლარი; საიჯარო ხარჯები 5.4 მილიონი ლარი 3 მილიონი ლარი იყო კომუნალური ხარჯები, ხოლო Marriot-ის ბრენდის ფრენშიზის საფასური 941 ათას ლარს შეადგენდა.

















