6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

„ბლუმბერგის“ ცნობით, იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის დეფიციტია

იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის დეფიციტია,– ინფორმაციაას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისია.

მფრინავებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, ბოლონიის, მილან-ლინატეს, ტრევიზოსა და ვენეციის აეროპორტებში ფრენებისთვის საწვავის მიწოდებაზე დროებით შეზღუდვები დაწესდა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, იტალიაში დაწესებული შეზღუდვები ერთ-ერთ პირველ მაგალითია, როგორ მოქმედებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი ევროპული ავიაკომპანიების საქმიანობაზე.

banner
წინა სტატიაშიმკვლევარი ბესიკ დონაძე: პატიმართა რაოდენობა გაიზარდა, კვების თანხა კი შეამცირეს
შემდეგი სტატია„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი ტრამპის განცხადებას ამაზრზენ გზავნილს უწოდებს