“ბლუმბერგი” ტრამპისა და მოსკოველი პროსტიტუტის საქმის დეტალებზე წერს

დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ ის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მაინც იწვა მოსკოველ პროსტიტუტთან, როცა 2013 წელს კონკურს “მის სამყაროს” ფარგლებში რუსეთს ეწვია – “ბლუმბერგი” მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მონაცემების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ, ტრამპი მოსკოვში 8 ნოემბერს კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომლიც მეგობარს ფილ რაფინს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, იმავე დღეს რესტორან “ნაბუს” გვერდზე დაიდო ფოტო, სადაც ტრამპი კონკურსის ორგანიზატორის შვილთან არაზ აგალაროვ ემინტთან არის გადაღებული, რესტორნის შემდეგ ტრამპი აგალაროვ-უფროსის დაბადების დღის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

9 ნოემბერს, “ფეისბუქისა” და “ტვიტერის” თანახმად, ტრამპი ჯერ სასტუმრო Ritz-Carlton-ში იყო, მოგვიანებით მოსკოვი დაათვალიერა. საღამოს კონკურსზე გამოცხადდა, მოგვიანებით საღამოზე წავიდა, აშშ-ში კი 10 ნოემბერს გაფრინდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს კომმა თავის მემუარებში ტრამპის უღირს მოქმედებებზე ისაუბრა მოსკოვში მოგზაურობისას. გარდა ამისა, კიმმა გაიხსენა ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დიალოგი, სადაც ტრამპმა თითქოს და თქვა, რომ “რუსეთში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პროსტიტუტები არიან”. კრემლი ამბობს, რომ მსგავსი დიალოგი ორი ქვეყნის ლიდერს შორის არ ყოფილა.

2017 წლის იანვარში BuzzFeed-მა ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ის აშშ-ს პრეზიდენტის რუსეთთან “ღრმა კავშირებზე” საუბრობს. დოკუმენტში, საუბარია იმაზე, რომ ტრამპმა 2013 წელს სასტუმროში პროსტიტუტები დაპატიჟა. აშშ-ს პრეზიდენტმა ორჯერ უარყო ეს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ მოსკოვი გააკრიტიკა
შემდეგი სტატიასომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის მართვის სურვილი გამოთქვა