„ბლუმბერგი“ – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ის შორ მანძილზე მოქმედი რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გადასცა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ს შორ მანძილზე მოქმედი რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად კირ სტრამერის არჩევის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება, რომ ლონდონმა კიევს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გადასცა.

სააგენტოს წყარო არ ამბობს, კონკრეტულად როდის და რამდენი რაკეტა გადასცეს უკრაინას.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, კიევმა ეს იარაღი მიიღო იმ დროს, როდესაც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს ჯერ არ ჰქონდათ მოხსნილი შეზღუდვები ამერიკული და ბრიტანული შორს მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიის შიგნით გამოყენებაზე.

ბლუმბერგი ასევე მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები პირველად გასულ კვირას გამოიყენეს რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატურას, რომელიც იქნება პატრიოტი, პატიოსანი და არ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს