10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

„ბლუმბერგი“: ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე, იტალია ბირთვული ენერგიის დაბრუნებას განიხილავს

ენერგორესურსებზე ფასების ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე, იტალია თითქმის 40 წლის შემდეგ, ბირთვული ენერგიის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ბირთვულ ენერგიას ეკონომიკის გადარჩენის ერთ-ერთ გზად მიიჩნევს და მთავრობა უკვე ამზადებს გეგმას ბირთვული ენერგიის წარმოების აღსადგენად.

წყაროების თქმით, პარალელურად, მთავრობის წევრები კონსულტაციებს გადიან ექსპერტებთან და განიხილავენ ბირთვული ენერგიის წარმოების განახლების გზებს.

გამოცემის ცნობით, იტალიელი მაღალჩინოსნები კანადაშიც იმყოფებოდნენ ტექნოლოგიური განვითარების შესასწავლად და ფრანგ წარმომადგენლებთან მათი ბირთვული ინდუსტრიის შესახებ ისაუბრეს. ამასთან, თანამშრომლობას განიხილავენ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა სამხრეთ კორეა და აშშ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ენერგოტარიფები ყველაზე მაღალია, რითაც ასევე ზარალდებიან კომპანიები. იტალია აგრეთვე დამოკიდებულია ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რაც მას საერთაშორისო ფასების ცვლილებების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მთავრობის ამ გადაწყვეტილებისთვის შეიძლება, დაბრკოლება აღმოჩნდეს მოსახლეობის განწყობა. იტალიამ ორჯერ ჩაატარა რეფერენდუმი, უნდა მომხდარიყო თუ არა ბირთვული ენერგიის აკრძალვა, რასაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: სპარსეთის ყურეში ომი სავარაუდოდ „მომდევნო რამდენიმე კვირაში“ დასრულდება
შემდეგი სტატიაირანში დაადასტურეს, რომ რუსეთი და ჩინეთი თეირანს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ