Bloomberg: “უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში მიემგზავრება”

Bloomberg-ის ინფრომაციით, უკრაინის დელეგაცია დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში მიემგზავრება.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.მოლაპარაკებები ფლორიდაში გაიმართება.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისლიცა იქნებიან.

banner
წინა სტატიაშიროგორია მოშიმშილეების მდგომარეობა 33–ე დღეს?!
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ამოღებულია 18 კგ–ზე მეტი „მეთადონი“