29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

Bloomberg: უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი შიდა ბაზარზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს

საგარეო ბაზრებზე დიზელის საწვავის გაყიდვის შესაძლო აკრძალვა დაემატება ბენზინისა და საავიაციო საწვავის მიწოდებაზე არსებულ შეზღუდვებს, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა რუსეთის ფედერაციის მმართველთან, ვლადიმერ პუტინთან გამართულ სამთავრობო სხდომაზე.

ამჟამად რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალულია მხოლოდ ტრეიდერებისა და სხვა გამყიდველებისთვის, რომლებიც საწვავს თავად არ აწარმოებენ.

გასულ წელს რუსეთი დღეში 907 000 ბარელ დიზელის საწვავსა და გაზოილს აექსპორტებდა, რაც მთლიანი მიწოდების 11%-ს შეადგენდა — ამას მოწმობს ანალიტიკური კომპანია Vortexa Ltd-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემები.

შესაძლო აკრძალვა გაჩნდა იმ ფონზე, როდესაც ივნისის დასაწყისში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების ინტენსიურმა დარტყმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 20 წლის მინიმუმამდე შეამცირა.

წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სულ მცირე 47-ჯერ დაარტყეს, მაშინ როცა მთელი 2025 წლის განმავლობაში 82 ასეთი თავდასხმა დაფიქსირდა, აღნიშნულია Bloomberg-ის გათვლებში, რომლებიც ორივე ქვეყნის საჯარო განცხადებებს ეფუძნება. დიზელის საწვავის ექსპორტიორთა მსოფლიო რეიტინგში რუსეთი მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის შემდეგ, ამასთან შესყიდვების ძირითად ნაწილს თურქეთი და ბრაზილია ახორციელებენ.

Bloomberg-ის მიერ შეგროვებული Vortexa-ს მონაცემების მიხედვით, წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქვეყნიდან დიზელის საწვავისა და გაზოილის საშუალო დღიურმა ექსპორტმა მხოლოდ 813 000 ბარელი შეადგინა და მაისში ექვსთვიან მინიმუმს მიაღწია. რუსეთი გარე ბაზრებზე შიდა წარმოების დიზელის საწვავის დაახლოებით 40%-ს ყიდის.

banner
წინა სტატიაშიდროა: 24 ივნისს, ელენე ხოშტარიას მისი მკურნალი პროფილური ექიმი მოინახულებს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი: უკრაინა მხარს უჭერს პოლონეთთან დიალოგს