Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა დათანხმდა, რომ შავ ზღვაში იერიშებს არ განახორციელებს ტანკერებზე, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის.
საუბარია ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ტანკერებზე, რაც შავი ზღვით ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის არის აუცილებელი.
აშშ-ის მთავრობის ცნობით, უკრაინამ სპეციალური ჯგუფები შექმნა, რათა გადამზიდავ კომპანიებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდეს და გემების უსაფრთხო გავლა იყოს უზრუნველყოფილი.
მსოფლიო ბაზარზე ყაზახური ნავთობის მიწოდებისთვის ნოვოროსიისკში მდებარე ტერმინალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყაზახეთს არ აქვს მნიშვნელოვანი სიმძლავრეები, რათა ნავთობის ექსპორტი სხვა მარშრუტებით განახორციელოს.
ყაზახური ნავთობსადენის კონსორციუმის ტერმინალით მსოფლიო ნავთობის 2%-ის ტრანსპორტირება ხდება. ევროპის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, დიდწილად, სწორედ ამ ნავთობზე არიან დამოკიდებულები.


















