რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტია, უკრაინაში ომი პუტინს ძვირი უჯდება, რის გამოც, შესაძლოა, იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმებას სწრაფად დათანხმდეს, – ამის შესახებ Bloomberg–ი წერს.
გამოცემის ცნობით, ომის დასაფინანსებლად რუსეთს ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის.
Bloomberg-ის ინორმაციით, საკითხთან დაკავშირებული წყაროები აწვდიან ინფორმაციას, რომ შაბათს კრემლის წარმომადგენლის აშშ-ში ვიზიტზე რუსი ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან, რადგან თუ ომზე დამატებითი დანახარჯები იქნება საჭირო, წელს ბიუჯეტის ხარჯები კვლავ გადააჭარბებს დაგეგმილ დონეს.
ისინი ცდილობენ, ბიუჯეტის ძირითადი ინდიკატორის დასაბალანსებლად 1.2 ტრილიონ რუბლამდე [16 მილიარდი დოლარი] შემოსავლის ახალი წყაროები მოიძიონ.
















