Bloomberg News: შეერთებული შტატები უკრაინას სთხოვს კონკრეტული ომის გეგმას

Bloomberg News: შეერთებული შტატები უკრაინას სთხოვს კონკრეტული ომის გეგმას. სააგენტოს ცნობით, ეს, სავარაუდოდ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოხდება.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს რუსეთთან ომის წარმოების უფრო კონკრეტულ გეგმას,-ამის შესახებ Bloomberg News უსახელო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ეს, სავარაუდოდ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოხდება.

სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, უკრაინელი სამხედროები 2024 წლის გეგმას ამუშავებენ და ვაშინგტონს სურს დაადგინოს, თუ როგორ მოახდინოს საუკეთესო კოორდინაცია მის მხარდაჭერაზე.

ამავდროულად, თეთრი სახლი შეშფოთებულია ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის შესაძლო უთანხმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნავს Bloomberg News.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ამან შესაძლოა შემდგომი სტრატეგიის შემუშავება შეაფერხოს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის საელჩო: დეისაძე არის ანტისემიტი, სამარცხვინო პიროვნება
შემდეგი სტატიაოჩამჩირის სამხედრო ბაზამ რუსული სამხედრო ხომალდები შესაძლოა წელს მიიღოს