BLOOMBERG-ის ინფორმაციით, ნატო ემზადება, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს აშშ-ის გაცილებით ნაკლები დახმარებით, რადგან ვაშინგტონს გაჰყავს ევროპიდან ჯარები და კონცენტრირდება აზიაზე.
“რუმინეთში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო სწავლებებმა აჩვენა, რომ ევროპული ძალები – საფრანგეთის ხელმძღვანელობით, ძირითადად, დამოუკიდებლად ავარჯიშებდნენ კოალიციის ჯარებს, რამაც გამოავლინა სერიოზული სისუსტეები ლოჯისტიკაში, საჰაერო თავდაცვაში, დაზვერვასა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებში, რომლებიც კვლავაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აშშ-ზე”



















