“Bloomberg”–მა რუსეთის პრემიერობის კანდიდატთა სავარაუდო სია გამოქვეყნა

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა კანონის თანახმად უნდა დაითხოვოს მთავრობა და წარუდგინოს პარლამენტს ახალი პრემიერის კანდიდატურა, ამერიკულმა სააგენტო “Bloomberg”–მა შეადგინა ამ პოსტზე სავარაუდო კანდიდატთა სია. მასში შევიდნენ: რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი.
“Bloomberg”– ი არ გამორიცხავს, რომ ის კანდიდატურას, რომელიც იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ყველა შანსი აქვს პრეტენზია განცხადოს 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტობაზე.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას დასამარცხებლად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მლნ ლარია გათვალისწინებული
შემდეგი სტატიაკოტე იოსელიანი – გუშინ თავს 15-მდე ადამიანი დამესხა, თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო