20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

Bloomberg: კრემლი იმედოვნებდა, რომ ომი ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ დასრულდებოდა

რუსეთის ოფიციალური პირები 2026 წლის ბიუჯეტის შედგენისას ვარაუდობდნენ, რომ უკრაინაში ომი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დასრულდებოდა, თუმცა მათი გათვლები ჩავარდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, კრემლში იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ ალასკაში, სამხედრო ხარჯების მკვეთრი შემცირება შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, მშვიდობა არ დამყარებულა, ომი გრძელდება, ხოლო რუსეთის ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად ნავთობის ფასების ზრდაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ნავთობის ფასი გაიზარდა, ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ბიუჯეტის დასასტაბილურებლად საჭიროა, რომ შავი ოქროს ფასი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში სტაბილურად ბარელზე 100 დოლარზე მაღალი იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. შედეგად, მოსკოვი იძულებულია სამხედრო მანქანის შესანახად ეკონომიკა კიდევ უფრო დააზიანოს.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: მაღალჩინოსნებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ სამხედრო ხარჯები ბიუჯეტის სახიფათო დეფიციტს იწვევს — კრემლში შიდა უთანხმოებაა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს: ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პარტიების შექმნა არაფრის მომცემია – სრულიად ფუჭი ძალისხმევაა