Bloomberg – კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში 9.77 მილიარდზე მეტი ვაქცინა გამოიყენეს

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 9.77 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 36.9 მილიონი ადამიანი იცრება.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.94 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.61 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 792 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 526 მილიონი. Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 71.6 % აიცრა, აშშ-ში 62%, ჩინეთში კი – 86.3%-ზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – 2022 წელს კაცობრიობა ვერ შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას, თუმცა შევძლებთ, შევწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები