Bloomberg: ირანმა რუსეთს $2.7 მლრდ-ის რაკეტები მიჰყიდა, რათა პუტინს ომში დახმარებოდა

Bloomberg დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ ირანმა რუსეთთან დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტებთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა.

Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება 2021 წლის ოქტომბერში, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.

კონტრაქტები მოიცავდა – ბალისტიკურ და მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებს, კერძოდ – Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.

გამოცემა წერს, რომ გარდა ამისა, ირანმა რუსეთს მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, ასევე Shahed-136 დრონები და ტექნოლოგია მათი რუსეთში წარმოებისთვის.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: ეს არის ძალაუფლებისთვის მსხვერპლშეწირვა
შემდეგი სტატიაირანი მზადაა აშშ-თან ომისთვის, თუმცა მოლაპარაკებებისთვის ღიაა