23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

Bloomberg: გერმანიისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ბაქოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს

Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ბაქოში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესაძლო გზები განეხილათ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრის ჩატარება ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
„ჩვენი ტერიტორია ასეთი შეხვედრისთვის ჩვენი ცოდნის გარეშე იქნა გამოყენებული,“ – განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ თუმცა აზერბაიჯანელი წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებოდნენ, „ფრენების მონაცემები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საიდუმლო შეხვედრა ბაქოში ნამდვილად შედგა 12-დან 14 ივლისამდე პერიოდში“ – წერს Bloomberg-ი.

გამოცემის ცნობით, გერმანიის არაოფიციალურ დელეგაციაში შედიოდნენ:
• რონალდ პოფალა – კანცლერ ანგელა მერკელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
• მათიას პლატცეკი – ბრანდენბურგის მხარის ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
• რუსეთის მხრიდან მონაწილეობდნენ:
• ვალერი ფადეევი – ვლადიმერ პუტინთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელი;
• ვიქტორ ზუბკოვი – ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ენერგოგიგანტ „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა, პრეზიდენტმა ალიევმა მხარდაჭერა გამოხატა კონსტრუქციული დიალოგის მიმართ და განაცხადა:

„თუ ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაში წვლილის შეტანას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“.

ამასობაში, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი მთავრობა ამ არაოფიციალური დიპლომატიისგან დისტანცირებულად წარმოაჩინა. მან ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური ბერლინი მასში ჩართული არ ყოფილა და აღნიშნა: „მე ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“ – იუწყება Bloomberg.

banner
წინა სტატიაშიDer Spiegel: თურქეთში NATO-ს სამიტის დაწყებამდე, საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია
შემდეგი სტატიაგიორგი შაიშმელაშვილი: ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში