13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

Bloomberg: ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინამ წარმატებით შეასრულა გაწევრიანების პროცესის დასაწყებად საჭირო წინაპირობები. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  23 აპრილს კვიპროსში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას წევრობის ფორმატის საკითხი.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი  აცხადებს, უკრაინისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის „სიმბოლური“ ან „ასოცირებული“ წევრობა, რომელსაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია სთავაზობდა.

ცნობისთვის, მსგავსი ალტერნატიული მოდელები უკრაინის ეტაპობრივ ინტეგრაციასა და პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა ქვეყანას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს.

“ვიცავთ საერთო ევროპულ ღირებულებებს. მჯერა, რომ ვიმსახურებთ სრულფასოვან წევრობას ევროკავშირში,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჯერ არ არსებობს დაზუსტებული თარიღი, როდის გაწევრიანდება უკრაინა ალიანსში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექციამ 2025 წელს შემოწმებული კლინიკებიდან 4-ში დარღვევა დააფიქსირა