Bloomberg: ჩინეთი რუსეთისთვის  „შაჰედის“ უპილოტო თვითმფრინავების ანალოგის  წარმოებას დაიწყებს

ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავების შემუშავება და ტესტირება რუსეთში მიწოდებისთვის,-ირწმუნება ბლუმბერგი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათივე თქმით, ამ საკითხზე ჩინეთ-რუსეთის მოლაპარაკებები გასულ წელს გაიმართა, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინის ომში ჩინური დრონები ჯერ არ გამოუყენებიათ.

სააგენტოს ორი თანამოსაუბრის თქმით, თუ ჩინეთი, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას ომის მიმართ, დაიწყებს რუსეთის შეტევითი იარაღის მიწოდებას, დასავლეთში ეს ხაზის გადაკვეთად იქნება აღქმული. წყაროს განცხადებით,  ჩინეთი უკვე აწვდის რუსეთის ფედერაციას მოწყობილობებს, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს თავდასხმის თვითმფრინავებად, მაგრამ შეერთებული შტატები არ მიიჩნევს ამას ლეტალური იარაღის მიწოდებად.

ოფიციალური პირები, რომლებსაც ბლუმბერგი გამოეკითხა, თვლიან, რომ ჩინეთი შეძლებს უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას რუსული სამხედროებისთვის ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანი ან თავად რუსეთი.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი არ აწვდის იარაღს კონფლიქტის არცერთ მხარეს და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს. „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ნათლად იცის, ვინ მოუწოდებს დიალოგს და ეძებს მშვიდობას და ვინ იწვევს დაპირისპირებას“, – თქვა ლიუმ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს 3 ახალი წევრის არჩევით პარლამენტი ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაNATO უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა – Reuters