“ბლუმბერგი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა არამარტო ვეტო დაადო კანადის წინადადებას, არამედ მოითხოვდა ერთობლივი განცხადებიდან ამოეღოთ ფრაზები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინაში ომის წარმოების შესახებ.
ტერმინის განმარტება:
“ჩრდილოვანი ფლოტი”, იგივე “რუხი ფლოტი” – ტერმინი გამოიყენება იმ რუსული ხომალდების აღწერისას, რომელთაც რუსეთიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები გააქვთ.
გამოცემა “ბლუმბერგი” წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უგულებელყო კანადის წინადადება, შექმნილიყო ერთობლივი ჯგუფი, რომელიც რუსეთის “რუხი ფლოტის” თრეკინგით დაკავდებოდა (“თრეკინგი” – თვალყურის დევნება, გადაადგილების კონტროლი).
წინადადება განიხილებოდა ერთობლივი განცხადების გასაკეთებლად საზღვაო საკითხებზე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დონეზე, რომელიც კანადის ქალაქ კვებეკში 12-14 მარტსაა დაგეგმილი.
როგორც ადრე Financial Times წერდა, თებერვალში აშშ-მა უარი თქვა, რუსეთი აგრესორად ყოფილიყო მოხსენიებული G7-ის სამიტის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინაში ომის სამი წლისთავს მიეძღვნა.