ბლოკირებული იქნება არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა ის შენობა სადაც „ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან. ისინი „ქართული ოცნების “ დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ყველა იმ შენობის ბლოკირებას მოახდენენ, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კომფორტულად არიან.

„ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტის ამ ფორმას. ბლოკირებული იქნება არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა ის შენობა სადაც „ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს. ამ ხალხმა სულ რამდენიმე დღის წინ წაართვა არჩევანის უფლება. ესენი არიან ივანიშვილის ნოტარიუსების. არ გვჭირდება ჩვენ ნოტარიუსები. მატ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ არჩეული დეპუტატების სახელით გველაპარაკოს.

ხელისუფლება და ბიძინა აჭრილია დროსა და სივრცეში და შეგნებულად არ აღიქვამს მოვლენებს. გამოსავალი ჩვენ შევთავაზეთ, სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უდგებიან ჯიბრში, არამედ მოსახლეობას. მოსახლეობასთან ჭიდაობაში არც ერთ ხელისუფალს არ გაუმარჯვია და ვერც ივანიშვილი გაიმარჯვებს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუთუნის მწარმოებლები მთიანი აჭარიდან მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ
შემდეგი სტატიაგიგა ბუკია : რევოლუციურ სცენარებს „კონსერვატორები“ მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას ვემხრობით