ბლოკირებული „აზოვსტალის“ თავშესაფრები შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ კვლავ დაკავებული იყოს

„ვითარება მარიუპოლში უკიდურესად რთულია. ბლოკირებული „აზოვსტალის“ თავშესაფრები შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ კვლავ დაკავებული იყოს“, – ამის შესახებ აზოვის პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ არის რამდენიმე ნანგრევებისგან ბლოკირებული თავშესაფარი, რომელიც მუდმივი დაბომბვის გამო ვერ იხსნება და შეუძლებელია იმის შემოწმება, იმყოფებიან თუ არა იქ ადამიანები. ამიტომ, ზუსტად ვერ ვიტყვით, კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

მსოფლიომ ბოლომდე არ იცის, რომ მარიუპოლში ფაქტობრივად გენოციდი ხდება: რუსებმა უკვე მოკლეს ათასობით უკრაინელი. რეაგირებისა და რეალური საქმეების გაკეთების ნაცვლად, სამყარო ამ პროცესს კვლავ ძალიან პასიურად უყურებს და, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რომ იქ ხალხი ყოველ საათში კვდება“, – განაცხადა ჟორინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი: ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა