ბლოგერი ანდრია სახურია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს

ბლოგროგორც ბლოგერი ანდრია სახურია წერს, ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის სერვისით აქტიურად უგზავნის ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
„არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე მოქალაქეებს მსგავსი შეტყობინებები მიუვიდათ მარტვილში, ზუგდიდში, ფოთში, წალენჯიხისა და სენაკში. ამასთან, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოსცა სპეციალური გაზეთი „მერია News“, რომლის მიზანია, ამომრჩევლებს თვითმმართველობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების (განახლებული მინისტადიონების მშენებლობაზე, ნიჭიერ სტუდენტთა დაფინანსებაზე, კომუნალური მოსაკრებლების განაწილებასა და სხვა მომსახურების დანერგვაზე) დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს,“ – აღნიშნავს სახურია და იქვე აზუსტებს, რომ გაზეთის გამოსაცემად ქალაქ ზუგდიდის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.
სახურიას თქმითვე, „ხელშეკრულება გამომცემლობა „კოლორთან” გაფორმდა, რომლის ღირებულება იყო 8 886 ლარი. განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს.“
როგორც ბლოგერი აღნიშნავს, კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც.
„მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები,“ – წერს სახურია.

banner
წინა სტატიაში(video) საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინიათ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:რომან გოცირიძე ივანიშვილს ამბასადორში იბარებს