ბლოგერი ვლადიმერ ჩიქობავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ო რ შ ა ბ ა თ ს 10 ს ა ა თ ზ ე!!!

გავიდა ხუთი ავად სახსენებელი დღე. შედეგი კი არ არის. ყველასგან განწირული გიორგი მიქავა ისევ უცვლელად რჩება საპყრობილეში ( ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში).
უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც გული შეგტკივათ გიორგიზე, შევიკრიბოთ წალენჯიხის ცენტრში, გამგეობის წინ და მოვითხოვოთ უკანონო ტყვეობაში მყოფი გიორგის დაუყონებლივი განთავისუფლება. ყველას გავაგებინოთ ერთ მუშტად შეკრული ხალხის ძალა უსამართლობის წინააღმდეგ!
გფარავდეთ ღმერთი!!!
მოვუწოდებ საინფორმაციო საშუალებებს, გააშუქონ უმოწყალოდ განწირული გიორგის ირგვლივ განვითარებული უსამართლობა!

ვლადიმერ ჩიქობავა

banner
წინა სტატიაშიმარში მოსკოვში: რუსეთი პუტინის გარეშე! ინტერნეტი ცენზურის გარეშე! (ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქი მინისტრი სპეცსამსახურების ჯგუფური ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა (ვიდეო)