ბლინკენი – რუსული მეთოდია დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო.

განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს.

„რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მედიის ცნობით, მანამდე ენტონი ბლინკენი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს დაუკავშირდა და რუსული დრონის ნაწილების რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის გამოძიების პროგრესზე გაესაუბრა.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთის მერი – სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი – აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები
შემდეგი სტატიამაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა