ბლინკენი: რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და ის დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით

„რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და ის დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით, ხოლო მისი პრეზიდენტი უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერებს აფრთხილებს, ვციტირებ – „შედეგების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გინახავთ მთელი ისტორიის განმავლობაში“.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ის ასევე ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელთა დაცვისკენ ჩვენ ყველა მივისწრაფვით. თუმცა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ ამ კონფერენციაზე, ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან უკრაინას 1994 წელს მისცა ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რომლებიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას ჰქონოდა ნდობა, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომელიც მის ტერიტორიაზე დარჩა.
რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი დაცვისთვის, თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა ორი პატარა გოგონას მიტანილი მზესუმზირა პროტესტის ნიშნად გაანადგურა
შემდეგი სტატიატრამპმა თქვა, თუ როგორ უნდა აერიდებინა უკრაინას ომი რუსეთის ფედერაციასთან: მათ შეეძლოთ ყირიმის დათმობა და ნატოს დატოვება