ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი შეხვდება ისრაელის ოფიციალურ პირებს. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.