ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო ისრაელისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობისთვის ეს იქნება პრიორიტეტი. მოქალაქეების დაცვა, საჭირო დახმარების მიწოდება ხალხისთვის, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად და ებრძვიან საფრთხეს, რომელიც „ჰამასის“ მხრიდან მოდის“, – ამბობს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის ესაუბრა კოლეგებს ინიციატივაზე ბრიტანეთში, კვიპროსში, ევროკავშირში, კატარსა და გაერთიანებულ საამიროებში, რომლის მიხედვითაც, აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობას დრო დასჭირდება და სახმელეთო გზა მაინც საუკეთესო საშუალება დარჩება.