ბლინკენი: “დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი”

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი ცდილობდა, უკრაინისთვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წაერთმია. ეს ჩაიშალა. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალების და ეკონომიკის სიძლიერე. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომის დანარჩენი ეტაპი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა სცენაზე გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი: რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ეკონომიკისა და ჯარის სიძლიერე ჩვენ ამის საპირისპიროს ვხედავთ
შემდეგი სტატიაჟმერინკა, კოზიატინი რუსული ჯარების სარაკეტო სროლის ქვეშ არიან