ბლინკენი – ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა

ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი, ალბათ საუკეთესო, შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მე აქ ვარ პრეზიდენტი ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას“, -განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის ქალაქ თელ ავივში გუშინ ჩავიდა. დღეს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენ
შემდეგი სტატიააშშ-ის დემოკრატიული პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კამალა ჰარისს სავარაუდოდ ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობის კანდიდატად