ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა – შსს ზუგდიდში მომხდარი ფემიციდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ცოლის მკვლელობა სამეგრელოში – შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეუღლემ ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.:- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა – ხუნდაძე სავიზო სანქციებზე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – ხაზარაძე