Black Sea Arena-ზე “ერისიონის” კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

Black Sea Arena-ზე ანსამბლ “ერისიონის” კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

“ერისიონის” შოუ საქართველოში ამ სახით პირველად გაიმართა, გაიყიდა ყველა ბილეთი.

“ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა არაჩვეულებრივი საღამო შედგა. მაყურებელს მოსწონს. ასე რომ არ იყოს, ასეთი ემოციები არ იქნებოდა. ქართველების წინაშე წარსდგომა დამატებით პასუხისმგებლობაა. ამაყი ვარ, რომ ამ არენაზე გამოვედით ამხელა აუდიტორიის წინაშე”,- განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა.

13840496_1256147341092340_553945525_o

“ერისიონის” კონცერტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.

“საფრანგეთში ვიყავი “ქართულ ხმებთან” ერთად. მაშინ ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, სიმღერა და ცეკვა ერთად, რადგან ფრანგებს უჭირდათ გაგება. მითხრეს, ქართული სიმღერა ცალკე ფენომენია, ცეკვა ცალკეო და არ გაერთიანდებაო, თუმცა მოგვიანებით იგივე ფრანგებმა შესთავაზეს პროექტი ამ შოუს გაკეთების და მგონი, კარგად წარმოაჩენს ჩვენს კულტურას. ძალიან კარგი კონცერტია. მე სხვა კონცერტებზეც ვიყავი, მაგრამ ბოლომდე არ დავრჩენილვარ. ქართული მაინც სხვა არის”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

Black Sea Arena ფონდმა “ქართუმა” სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი ქრისტინა აგილერას კოცერტით გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიასუს-ში სოფელ რუხთან საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ