Black Sea Arena-ს მიმდებარედ სახელმწიფო მიწას აუქციონით გაყიდის, სადაც 100-ნომრიანი ჰოსტელი და აპარტამენტები უნდა მოეწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბიემჯი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ განკარგულებას კობახიძემ ხელი 8 ივლისს მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შეკვეთილში, „ბლექ სი არენასთან” 20 414 კვ/მ მიწის ნაკვეთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების უფლება მიეცა.
გამოცემის ცნობითვე, აღნიშნულ ტერიტორიაზე აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში “სთარინგ ჯორჯიასთან” შეთანხმებული პროექტის/დიზაინის შესაბამისად, არანაკლებ 7,9 მლნ ლარის ინვესტიციით უნდა ააშენოს 65-აპარტამენტიანი შენობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სველ წერტილსა და სამზარეულო კუთხეს, ასევე, 6 ერთეულ არანაკლებ 60 კვ/მ და ერთ ერთეულ არანაკლებ 40 კვ.მ ფართობის მქონე აპარტამენტს სველი წერტილით, სამზარეულოს კუთხითა და მისაღები სივრცით. ასევე, შენობაში უნდა იყოს არანაკლებ 800 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიას და არანაკლებ 50 ადამიანზე გათვლილ სამუშაო სივრცეს. ამის შემდეგ 12 თვის ვადაში უნდა გაარემონტოს აღნიშნული შენობა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
ბიემჯი წერს, რომ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან კი არაუმეტეს 6 წლის (72 თვე) ვადაში უნდა განავითაროს აუქციონით შეძენილი მიწის დანარჩენი არეალი. ეს კი მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიანი ჰოსტელის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის, ღია სივრცეების მქონე კვების ობიექტების, საბავშვო სივრცისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობას. პროექტის მეორე ნაწილში უნდა ჩადოს არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია.















