პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, გიორგი (გიგიშა) პატარიძე ყაველავშვილის პრეზიდენტობაზე:
„Black Friday-ზე ფასდაკლებით იყიდა ოლიგარქმა “პრეზიდენტი”…
„ვინ იქნებოდა მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დანიშნული მარიონეტული “პრეზიდენტი” უმნიშვნელოა, შესაკრებთა გადანცვლებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, ჯამი არ შეიცვლება“ – ამბობს პატარიძე.
„ოლიგარქს უყვარს სამეფო კარის თამაშები, საკუთარ გარემოცვაში – აგრძნობინა კალაძეებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილებს და მათ ძმებსა და დებს, “ვინ არის სახლში პატრონი”. თან საწყისშივე დაბოღმა და გადაამტერა მომავალ “პრეზიდენტს”.
გავიხსენოთ, თუ რა არის დიქტატურა :
მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია რომელიმე ლიდერზე, „ღვთის ნებაზე”, ან სხვა არადემოკრატიულ საფუძველზე და არა ხალხის უმრავლესობის თანხმობაზე.
(ადამიანის უფლებათა ლექსიკონი)
დიქტატურის დროს არ არის დაცული ადამიანის უფლებები, ხოლო ეკონომიკური განვითარება, რომელსაც ხშირად იყენებენ ასეთი ავტორიტარული რეჟიმის გასამართლებლად, რეპრესიისა და კორუფციის არსებობის გამო, მაღალი არ არის. ანუ ეტაპობრივად კიდევ უფრო გავღარიბდებით თუ დროულად არ შეიცვლება ეს რეჟიმი.
დიქტატურის პირობებში ეკონომიკამ შესაძლოა ზოგჯერ გარკვეული აღმავლობაც განიცადოს, შემოგდებული რუსული ან ჩინური კაპიტალის ხარჯზე,
მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, აჩქარებს პოლიტიკურ და, ხშირად, ეკონომიკურ კრიზისს.
დიქტატურა რეალურად ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობაა. ოლიგარქმა მიიტაცა ხელისუფლების ყველა შტო, აგერ “ტემპში, ტემპში” ნიშნავს პრეზიდენტებს, დეპუტატებს, მთავრობას და მოსამართლეებს….
შესაბამისად, ოლიგარქი ყაველაშვილს დანიშნავდა “პრეზიდენტად” თუ წულუკიანს – მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენთვის, თავად ბ. ივანიშვილი თვლის რომ მხოლოდ იგია ძალაუფლების წყარო ამ ქვეყანაში.
‼ხალხი? რა ხალხი, რის ხალხი?! მხოლოდ ბორისია მზე და მზეა ბორისი…
ბ. ივანიშვილმა გააფორმა შპს “საქართველო” , სადაც იგი ერთადერთი მეწილე და დირექტორია.
ანუ 12 წლის განმავლობაში დაამყარა მმართველობის ისეთი წესი, რომელიც აღარ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით – ავტოკრატიული დიქტატურა.
ერთი ნაბიჯი რჩება რეჟიმს ტოტალიტარული დიქტატურის დასამყარებლად. ხვალ – ზეგ ამასაც აპირებს, დარწმუნებული ვარ.
‼❗ მხოლოდ მრავალპარტიული და სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის ერთიანი პლატფორმა თუ გვიშველის აწი“ – წერს სოცქსელში პატარიძე.