ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 13:17

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე  აცხადებს

მნიშვნელოვანი

  • ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

სხვა სტატიები

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback-ი შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ბიზნესი ნავაჭრ თანხას საკუთარი კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით შეიტანს, მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე დაუბრუნდება. Cashback-ის გარდა აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

• თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიტანოს კომპანიის ანგარიშზე თანხა;
• მომხმარებელს აღარ უწევს კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში;
• ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე;
• თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.
• თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი.

ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს იმ Cashbox-ით, რომელიც დგას მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას, ობიექტთან ან ოფისთან ახლოს. აქცია პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის მანძილზე გრძელდება.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ cashback-ის აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox-ი ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 13:17