ბიზნესომბუდსმენმა დაზარალებულ ქართულ კომპანიას დახმარებაზე უარი უთხრა

ვის უფლებებს უნდა იცავდეს ქართველი ბიზნესომბუდსმენი? დაზარალებული ქართული ბიზნესის თუ დამზარალებელი უცხოელების?

ქართული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც აზერბაიჯანში პრობლემები აქვთ, აცხადებენ რომ საქართველოს ბიზნესიმბუდსმენი ქართული კომპანიების ნაცვლად უცხოელების უფლებებს იცავს.
,,თაიმერმა,, გასული დღეების განმალობაში, მკითხველს ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანში იძულებით ჩარჩენილ ქართული გადამზიდავი კომპანია MSF-ის 19 მძღოლზე, რომლებიც აზერბაიჯანული კომპანიის თაღლითური მოქმედებების გამო ცუდ პირობებში თვეზე მეტია ცხოვრობენ, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და რომლებიც ჩვენი ხელისუფლებიდან დახმარებას ამაოდ ელოდებიან.

როგორც დაზარალებული ქართული გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა ,,თაიმერს,, აცნობეს, რომ გუშინ 14 მაისს დახმარების თხოვნით ბიზნესომბუდსმენს მიმართეს, თუმცა ირაკლი ლექვინაძის უწყებამ, აზერბაიჯანული კომპანიის დაზარალებულ ქართულ კომპანიას დახმარებაზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ეს ორ კერძო კომპანიას შორის დავა იყო და ჩარევის უფლება არ ჰქონდათ. თუმცა, ერთი დღის შემდეგ, დღეს 15 მაისს, იგივე ბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს შეხვდა და დავით გარეჯის პრობლემაზე ესაუბრა. შეხვედრაზე, ირაკლი ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, სოციალურ ქსელებში თითქოსდა აზებაიჯანული კომპანიების მიმართ, ქართველები უსაფუძვლოდ შავი პიარის აგორებას ცდილობენ, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ქართულ ბიზნესის უფლებეზე უფრო პრიორიტეტული, აზერბაიჯანული კომპანიების უფლებების დაცვაა.

,,მართლაც საოცრებაა, ჩვენი ბიზნესომბუდსმენი ზრუნავს აზერბაიჯანულ ბიზნესზე მაშინ, როდესაც ქართული კომპანია კარ და კარ დადის ყველა უწყებაში, რათა აზერბაიჯანული კომპანიის ტყვეობიდან იხსნას 19 ქართველი მძღოლი და ქართული კომპანია ფაქტიურად გაბანკროტებისთვის არის განწირული. ბიზნესიმბუდსმენს თურმე დაზარალებული ქართველი ბიზნესმენის დაცვის უფლება არ ჰქონია და დავით გარეჯის პრობლემით და როგორც თვითონ აცხადებს, აზერბაიჯანული ბიზნესის შავი პიარისაგან დაცვით არის დაკავებული. ასეთი რამე სადმე თუ ხდება?,, აცხადებს ქართული კომპანიის მფლობელი პაატა ადამია.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ქართული კომპანიის პრობლემის გადაწყვეტის საქმე ადგილიდან არ იძვრის და ჯერ კიდევ არავინ იცის, რა ბედი ეწევა აზერბაიჯანში იძულებით გაჩერებულ საქართველო 19 მოქალაქეს.

გადამზიდავი კომპანიის 19 მძღოლს, რომელთაც სადაო პრობლემის გადაწყვეტამდე საკუთარი ავტომანქანების მიტოვების უფლება არა აქვთ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეულს ვინ უწოდებდა
შემდეგი სტატია26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება