ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2019 15:15

ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბიზენსომბუდსმენის აპარატში დაადასტურეს.

ირაკლი ლექვინძემ და ლევან კალანდაძემ გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღეს.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ის საკუთარი გვერდზე განმარტება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამდებობიდან წასვლა შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს და ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის.

ირაკლი ლექვინაძის facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

– პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციიდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება!,”– წერს ლექვინაძე.

წყარო:რუსთავი2

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2019 15:15