ბიზნესომბუდსმენი TBC ბანკის დამფუძნებლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

TBC ბანკის დამფუძნებლებთან შეხვედრის მზაობას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე გამოთქვამს. მისი თქმით, ის მზად არის, გაესაუბროს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე.

ბიზნესომბუდსმენი მზაობას გამოთქვამს, ბანკის დამფუძნებლებისგან მოისმინოს, თუკი მათ აქვთ რაიმე ინფორმაცია, ხდება თუ არა რომელიმე უწყებიდან ზეწოლა “თიბისის” საქმესთან დაკავშირებით.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, არ უნდა დაზარალდეს საინვესტიციო ფონი, რომელიც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არსებობს.

„მე, პირველ რიგში, ვეყრდნობი იმ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ოფიციალურად გაკეთდა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ მას აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგანაც ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ, შეიძლება არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- ზუგდიდის მერის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი აპირებს, რომ მამუკა ხაზარაძეს შეხვდეს