ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოზე“ – საქმეს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოს“ დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებსექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლო ეტაპზე ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოს“ დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას ბიზნესს მხარი სისხლის სამართლის პროცესის ეტაპზე დაუჭიროს, სხვა შემთხვევებში კი აპარატი ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმით მზად არის, ბიზნესს კანონიერ მოთხოვნებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

banner
წინა სტატიაში„მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – დავით დვალი
შემდეგი სტატია“ფრეგოს” აქტივებს სასამართლომ ყადაღა დაადო