ბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს შეხვდა. „ტექნოპარკში“ გამართულ შეხვედრასბიზნესის საკითხებზე მომუშავე და სხვადასხვა საკანონმდებლოინიციატივის შეფასებაში უშუალოდ ჩართული 20-მდეარასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოთანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და მიმდინარემნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საუბარი შეეხო ბიზნესთანდაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემებს და სწორედამიტომ, აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა საკმაოდნაყოფიერად წარიმართა. უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლილექვინაძე მსხვილ და მცირე ბიზნეს-გაერთიანებებსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი
შემდეგი სტატიამეგობარი – დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს