ბიზნესმენი ვასილ კიკვიძე დევნის შესახებ აცხადებს

ბიზნესმენი ვასილ კიკვიძე უკვე მეორედ აცხადებს საჯაროდ რომ იგი იდევნება ხელისუფლების მიერ. “თაიმერმა” ლეიბორისტული პარტიის და ბატონი ვასილ კიკვიძის განცხადება პირველად ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში გაავრცელა.

ამჯერად ბისნესმენი აცხადებს რომ იგი გაიტაცეს უცნობმა პირებმა რომლებმაც თავი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებაად გააცნეს, შემდეგ წაიყვანეს ქალაქგარეთ სადღაც ტყეში და იქ ცემეს. კიკვიძე ამის შემდეგ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც მოხვდა ნაცემი, რაზეც ქუთაისის პოლიციამ გამოძიებაც კი დაიწყო. თუმცა საბოლოოდ საქმე უშედეგოდ დაიხურა. ბიზნესმენი კიკვიძე აცხადებს რომ ხელისუფლება შეგნეულად არ იძიებს საქმეს რადგან მდევნელი თვითონ არის. ხოლო ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ რომ საქმე მოწმეებისა და მტკიცებულებების არ არსებობის გამო დაიხურა. თუმცა არაოფიციალური საუბრებისას დაუფარავად ამბობენ რომ ეს სინამდვილეში ლეიბორისტული პარტიის პროვოკაციაა.
თუმცა აშკარაა რომ კიკვიძე ნამდვილად მოხვდა საავადმყოფოში ნაცემ მდგომარეობაში რასაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. აშკარაა აგრეთვე რომ დაახლოებით იმავე პერიოდში კიკვიძის კომპანიაში შევიდა შემოსავლების სამსახური და მისი ქონება დააყადაღა და კომპანიის საქმიანობა შეაჩერა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: პასუხები არა ოდესღაც, არამედ, სწრაფად
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „თაიმერისთვის“ სკანდალური ვერსია ხდება ცნობილი