ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ფიქრობს, რომ მას შესაძლოა გატაცებას უპირებენ, ან დაშინების მიზნით უთვალთვალებენ

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დაუდგენელი პირების ადევნებაზე საუბრობს.
მას ეჭვი აქვს, რომ პირები, რომლებიც მისი თქმით თბილისში, რამდენიმე ადგილზე უთვალთვალებდნენ, მის გატაცებას ან დასჯას უპირებდნენ.

ბიზნესმენის თქმით, ორი ახალგაზრდა კაცი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდებოდა და მათ ელიზბარაშვილის მარშრუტი წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი.

შესაძლო ადევენების მიზეზზე ელიზბარაშვილი ვერ საუბრობს. ბიზნესმენმა შსს-ს უკვე აცნობა, სადაც გამოძიება 151-ე ადევნების მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილის მიერ გადაღებული ვიდეომასალის შესწავლაც დაიწყეს.

„გამოძიება დაიწყო. ოთხი საათი ვიყავი ჩვენებაზე. მტკიცებულებები გადავეცი. ვუკავშირებ ჩემს დაშინების მცდელობას, რადგანაც ვარ ძალიან აქტიური წევრი საზოგადოების, მე ჩემს კრიტიკას ფართოდ და ღიად ვახმოვანებ,“-ამბობს ელიზბარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე – “გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ”
შემდეგი სტატიამოკლულია, სისხლის კვალია ადგილზე… თავში “უგოლნიკი” ჩაარტყეს – გორში 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაზე საუბრობენ