ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვასაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ვასაძის თქმით, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე ვეცდები, ჩემს დღევანდელ განცხადებაში მოგახსენოთ ჩემი შეხედულებები, თუ რატომ ვართ ასე, როგორც ვართ და გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული შეხედულებები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ზღაპრული ქვეყანა აღარ იყოს ამ მდგომარეობაში.

მე შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას, ჩემი ჩათვლით, შეუძლია ამის ყველაფრის აღმოფხვრა და ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ყველანი ჩავარდნილები ვართ, ჩემი აზრით, ერთად უნდა გამოვიდეთ. ქაოსი, ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობის, უსამართლობის, უკანონობის, შიშის ატმოსფერო დასრულდეს და ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს თავისი განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაში“მოდერნას” მესამე დოზა კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტზე ანტისხეულებს გამოიმუშავებს
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა