ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია

სამართალდამცველების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ბიზნესმენი გასულ ღამეს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან, მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა. დაკავებას წინ უძღოდა სოზაშვილსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. სოზაშვილის მეუღლე პოლიციას ქმრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბიზნესმენი ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველში გადაიყვანეს. ადვოკატი სოზაშვილთან შეხვედრას დღეს გეგმავს.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდახმარების მოლოდინში (video)
შემდეგი სტატიადაკავებული ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი, “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს