ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში დამატებით გამოიკითხება.

აღნიშნული ფაქტი გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს და განმარტეს, რომ ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა მას რუკის მოძიება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშინიკოლეიშვილი : გვარამიამ თავის ეთერში შეიტანა ნაღმი, რომელსაც ნელნელა დააჯდა და აფეთქდა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს, ოჯახის თხოვნით, საავადმყოფოში ხვალ გადაიყვანენ