ბიზნესმენები შეშფოთებული არიან იმით, რაც მოსდის საქართველოს რეპუტაციას – დანიგანი

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტის შეკითხვაზე – უზიარებენ თუ არა ბიზნესმენები და კერძო სექტორის წარმომადგენლები თავიანთ შფოთვას, რობინ დანიგანი დადებითად პასუხობს:

“აბსოლუტურად. ამ ქვეყნის ეკონომიკის ლიდერებისგან, კერძო სექტორისგან მუდმივად მესმის. და რაც მესმის, არის ის, რომ ისინიც შეშფოთებული არიან იმით, რაც მოსდის საქართველოს რეპუტაციას. იცით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქართველი ბიზნესმენების დიდი ჯგუფები ჩამყავდა აშშ-ში ჩვენს ერთ-ერთ საინვესტიციო კონფერენციაზე.

მე ვეხმარებოდი მათ შეხვედრების მოწყობაში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, განვითარების საფინანსო კორპორაციასთან, რითაც ხელს ვუწყობდი აშშ-სთან მათი ეკონომიკური კავშირების გაზრდას, რომ ქართველებისთვისაც და ამერიკელებისთვისაც სარგებლიანი ყოფილიყო.

და მე ვიცი, რომ ბიზნესის იმ ლიდერებიდან ბევრი და სხვებიც, ვისაც აქ ვესაუბრები, შეშფოთებული არიან თავიანთი კომპანიების რეპუტაციული ზიანის გამო, აქ მიმდინარე პოლიტიკური ქმედებების გათვალისწინებით.

და კიდევ ერთხელ, ეს ნამდვილად იმედგაცრუებაა, რადგან ვფიქრობ, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს რეგიონული ლიდერი, იყოს რეგიონული ლიდერი „შუა დერეფანში“. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამის შეცვლა, თუ მოინდომებს. ეს არც ისე რთული იქნება”, – ამბობს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშისენატში რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ MEGOBARI აქტი, საბოლოდ, გავა – დანიგანი
შემდეგი სტატიაშურისძიება ახალი რეალობაა, რუსული მაფიის სტილში – სალომე ზურაბიშვილი X-ზე