ბიზნესმენ რამაზ თედორაძის ძმის სახლი გაქურდეს

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ბინა გაქურდეს. შემთხვევა 23 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს საცხოვრებლიდან.

სახლი ადგილობრივი ბიზნესმენის ძმას ეკუთვნის.

“რამაზ თედორაძის ძმის სახლია. ქურდები იმ დროს შევიდნენ, როცა არც ერთი ოჯახის წევრი სახლში არ იყო. ამიტომ არ იციან წაიღეს თუ არა რამე”, – ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვის ბინაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში 27 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა