ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზარალის მიყენება ედება ბრალად.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე – ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – როდესაც ყადაღას ადებენ, პროკურატურამ ხომ უნდა თქვას, ვინ არის დაზარალებული – ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ?