ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული

14 ივლისს, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული-ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს და წერს, რომ თითქმის 4-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დალუქულია სამი კომპანია – BOS SELF, MAGIC TRAVELS. ჩხრეკისას ამოიღეს დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. მათივე ცნობით, კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მომსახურე პერსონალი, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლაშა პაპაშვილის კუთვნილ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

banner
წინა სტატიაშირიკარდ იოზვიაკი-მოთხოვნების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტოა მითითებული
შემდეგი სტატია2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია